Modern residential development exterior

გაყიდეთ თქვენი ქონება და არა თქვენი დრო

ჩვენ ვმართავთ სამშენებლო კომპანიებისა და დიდი უძრავი ქონების გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე.

გთავაზობთ თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს : 1 . GS პარტნიორი 2. GS ექსკლუზივი 3. გაყიდვების სამსახურის შექმნა 4. გაყიდვების მენჯერის გადამზადება

Real estate agent presenting property plans

GS პარტნიორი

ჩვენი თანამშრომლობის მარტივი ფორმაა. თქვენგან დაგვჭირდება პროექტი, შპს მონაცემები, მიწის საკადასტრო კოდი, მშენებლობის ნებართვა, ხელშეკრულება (მყიდველთან რომელიც იდება ), ფასები, გადახდის პირობები, იპოთეკებზე და სხვა ვალდებულებებზე ინფორმაცია (რა პირობით და როდის მოიხსნება მისი არსებობის შემთხვევაში) და ერთი საკონტაქტო პირი (ადამიანი, რომელიც ჩვენგან გამოგზავნილ პოტენციურ მყიდველს დახვდება ადგილზე და აჩვენებს ფართებს); მთავარი მოთხოვნა: ფართის ნახვის შემდეგ მყიდველს აგზავნით ისევ ჩვენთან და თავად გავარკვევთ ხელშეკრულების და გადახდის პირობებში, ფასდაკლებაზე, ვადებზე და ა.შ. ჩვენ მყიდველს ავუხსნით ყველა დეტალს ისე როგორც გაქვთ დაგეგმილი და არა ისე როგორც მას სურს ეს, რაც თქვენ აგაცილებთ ზედმეტ შეკითხვებს და პრეტენზიებს; გადახდა: გაყიდული უძრავი ქონების სრული ღირებულების 1,5 %

Stack of real estate papers and a pen on a desk with a calculator nearby

GS ექსკლუზივი

GS ექსკლუზივის შემთხვევაშიც თქვენგან დაგვჭირდება პროექტი, შპს მონაცემები, მიწის საკადასტრო კოდი, მშენებლობის ნებართვა, ხელშეკრულება (მყიდველთან რომელიც იდება ), ფასები, გადახდის პირობები, იპოთეკებზე და სხვა ვალდებულებებზე ინფორმაცია (რა პირობით და როდის მოიხსნება მისი არსებობის შემთხვევაში) . მოკლე აღწერა: ფართს აჩვენებს ჩვენი წარმომადგენელი, თუ შესაძლებლობა იქნება ადგილზე განთავსდება გაყიდვების ოფისი, სარეკლამო ხარჯებს გაიღებს შემსრულებელი, ყოველი თვის დასაწყისში გექნებათ გეგმა თუ რა გაიყიდება, კადრის დატრენინგება მოხდება ყოველთვიურად, ობიექტზე გაიკვრება ჩვენი ნომრები, მოხდება გაყიდვების კონტროლი ყოველდღიურად როგორც ჩემგან ასევე გაყიდვების მენეჯერებისგან, განვადების შემთხვევაში გრაფიკების შეთანხმება -კონტროლი, მყიდველებსა და ბანკებს შორის ურთიერთობებში გარკვევა და დახმარება, თუ ადგილზე არ მოხერხდება გაყიდვების ოფისის მოწყობა ჩვენი წარმომადგენელი რომელიც აჩვენებს ფართს უზრუნველყოფს კლიენტის მოყვანას ჩვენთან ოფისში და დეტალური ინფორმაციის გაცნობას, დირექტორს ვაწუხებთ მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის; გადახდა: გაყიდული უძრავი ქონების სრული ღირებულების 2%

Modern open-plan consulting office with diverse professionals collaborating at desks with city skyline visible through windows

გაყიდვების სამსახურის შექმნა

ამ შემთხვევაში დაგეხმარებით ოფისი დაგეგმვაში, მოწყობაში, კადრის აყვანაში, მომზადებაში, გაყიდვების სამსახურის ყოველ წლიური და ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შედგენაში, გაყიდვების ანგარიშების მომზადებაში, მომგებიანი და ამავე დროს ნაკლებხარჯიანი სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში. გაყიდვების სამსახურის ჩამოყალიბება - გამართვა-კონტროლი; მომსახურების ღირებულება: ფიქსირებული

Two professionals shaking hands across a polished conference table with natural light and modern office interior in background

გაყიდვების მენჯერის გადამზადება

ამ შემთხვევაში თქვენს თანამშრომელს (ან თანამშრომლებს) ჩავუტარებთ 1 თვიან ტრენინგს გაყიდვების როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის. კურსის ხანგძლივობა დღეში 2 საათი, კვირაში 3 დღე, შევასწავლით მყიდველის მოსმენა-გაგება-შეთავაზების სწორ მეთოდებს, გაყიდვებში მოქმედების 4 ფორმას, ,,გაყიდვების ყნოსვის’’ გამომუშავებას, ,,გაქცეული’’ მყიდველის მობრუნების მეთოდებს, გეგმების შედგენა-შესრულებას და ა.შ; მომსახურების ღირებულება: ფიქსირებული

ჩვენ არ გვაშინებს დიდი მოცულობის გაყიდვები

ჩვენი დამკვეთები ჩენგან იღებენ სტაბილურ და უწყვეტ გაყიდვებს.

პარტნიორები

* მშენებლობების დათვალიერება

* თქვენი ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება–შესწავლა–დამუშავება

მყიდველები

* პოტენციური მყიდველების მოძიება

* პოტენციური მყიდველებისთვის თქვენი ქონების სწორად წარდგენა;

გაყიდვები

* აქციების ფასადაკლებების სწორი დაგეგმვა

* გაყიდვების სტატეგიის დაგეგმვა და განხორციელება

უკუკავშირი

* მუდმივი კავშირი დაინტერესებულ კლიენტებთან

* დაკარგული კლიენტების დაბრუნება

Modern office building exterior with glass facade and blue sky

მზად ხართ თქვენი შემდეგი პროექტის გაყიდვებზე სასაუბროდ?

ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის